ისრაელის არმია მძევალთა საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს აქვეყნებს 

20 ნოე 2023

ისრაელის არმია ავრცელებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომლებზეც ჰამასის ბოევიკების მიერ გატაცებული მძევლების შიფას საავადმყოფოში შეყვანაა დაფიქსირებული.

ისრაელის არმიის სპიკერის განცხადებით, ვიდეოში აღბეჭდილია ბოევიკთა ჯგუფი, რომელსაც მძევალი საავადმყოფოში შეჰყავს. თანხმლები პირები კი სამოქალაქო ტანსაცმელში ავტომატებით გადაადგილდებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ მოპოვებულ ვიდეომასალაზე ასევე დაფიქსირებულია შიფას საავადმყოფოდან ორი ცხედრის გამოტანა.