პარლამენტს ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს

16 ნოე 2023

პარლამენტს ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი გახდნენ.

პარლამენტში კენჭისყრისას ორივე მათგანის კანდიდატურას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.