აშშ-მა ისრაელს საავადმყოფოს შტურმისთვის მწვანე შუქი აუნთო - ჰამასი

15 ნოე 2023

მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დაიწყო, ჰამასმა  გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამ ოპერაციის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობას ისრაელსა და პირადად აშშ-ის პრეზიდენტ აკისრებენ. 

ჰამასი ირწმუნება, რომ აშშ-ის გუშინდელმა განცხადებამ, რომ როგორც ისრაელი ამბობს,  ალ-შიფას სავადმყოფოს ქვეშ  ჰამასის სამეთაურო პუნქტი მდებარეობს, ისრაელის არმიას  საავადმყოფოს შტურმისთვის მწვანე შუქი აუნთო. 

ჰამასი უარყოფს, რომ  საავადმყოფოს თავისი მიწისქვეშა სამეთაურო და საყრდენი პუნქტისთვის ფარად იყენებს.