ფრიდონ იჯარეთელის პერსონალური გამოფენა

15 ნოე 2023

თბილისში, ხელოვნების გალერეა „ოპიზარიში“ ფრიდონ იჯარეთელის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ავტორმა ტილოზე ზეთის საღებავით  შესრულებული ავანგარდული, სიურეალისტური, კუბისტური და სიმბოლისტური ჟანრის ნახატები წარადგინა.

მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრებში თანამედროვე შტრიხებიც შეიტანა.