6 პალესტინელი დაიღუპა დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს

14 ნოე 2023

ექვსი პალესტინელი დაიღუპა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების რეიდის შედეგად. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო და პალესტინური მედია იუწყება. მათგან სამი ისრაელის არმიის დრონით თავდასხმამ იმსხვერპლა - წერს პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ვაფა ქალაქ ტულკარმის საავადმყოფოზე დაყრდნობით.

მანამდე ისრაელელმა ჯარისკაცებმა ორ პალესტინელს გაუხსნეს ცეცხლი ქალაქის ლტოლვილთა ბანაკში შეტაკებების დროს.

ძალადობის ესკალაციამ გააჩინა შიში, რომ დასავლეთ სანაპირო ისრაელ-ჰამასის ომის ახალ ფრონტად იქცეს.