ისრაელი იზიარებს ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას - სალივანი

14 ნოე 2023

თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელი იზიარებს ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას იმის შესახებ, რომ ღაზის საავადმყოფოებში შეიარაღებული დაპირისპირების  ადგილი არ უნდა იყოს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ საავადმყოფოებისთვის საწვავის მიწოდებაზე მზადყოფნაც გამოთქვა, რათა მათი მუშაობის გაგრძელება უზრუნველყონ. მისი თქმით,  ისრაელის მთავრობა აქტიურად მუშაობს მძევლების გათავისუფლების მიზნით  გრძელვადიანი პაუზების გადაწყვეტილების მისაღებად.