"ლანჩხუთი" ქალთა ეროვნული ლიგის ჩემპიონია

12 ნოე 2023

"ლანჩხუთი" ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

ლანჩხუთელებმა ჩემპიონის ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

ზედა ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში "ლანჩხუთი" გასვლაზე უშუალო კონკურენ "სამეგრელოს" დაუპირისპირდა და მეტოქე 0-3 დაამარცხა.

ქალთა ეროვნული ლიგის ბოლო ტური ფორმალურად ჩატარდება , რადგან ზედა ჯგუფში ყველა პოზიცია გარკვეულია.

"ბათუმმა" კი წლევანდელ სეზონში მეოთხე ადგილზე გავიდა და საჩემპიონო ჯგუფი ითამაშა, რაც იმას ნიშნავს რომ ბათუმელები მომდევნო სეზონშიც გარანტირებულად მთავარ ლიგაში ითამაშებს.