ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე აჭარის ნაკრები გუნდურში პირველ ადგილზე გავიდა

11 ნოე 2023

დუშეთში ჩატარებულ ძალოსანთა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე აჭარის ნაკრები გუნდური ჩათვლის ჩემპიონი გახდა. 

აჭარის ნაკრები როგორც ქულებით ისე მედლების რაოდენობით საუკეთესო იყო.

გუნდური შიჯიბრი: 

  • აჭარა - 730 ქულა;
  • საჩხერე - 696 ქულა;
  • ზუგდიდი - 626 ქულა.

მედლებით: 

  • აჭარა - 11 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო;
  • თბილისი - 6 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო;
  • ქუთაისი - 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

საქართველოს  ჩემპიონატზე 15 რაიონის 110-მდე ძალოსანი ასპარეზობდა.