10 ნოე 2023
„პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობაზე, ოკუპაციასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. პრეზიდენტი პარიზში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიწვევით და მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფება.