სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს

09 ნოე 2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა პარიზში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მშვიდობის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს  ირაკლი ღარიბაშვილიც.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიება კარგი საშუალება იქნება დეპოლარიზაციის მაგალითის მისაცემად.