ხვალ ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერაა

09 ნოე 2023

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი ამჯერად სტალინის მიერ დაწუნებული მიხეილ ბულგაკოვის პიესის ახალ - ირაკლი სამსონიასა და ნუკრი ქანთარიას  ვერსიას იხილავს.

სპექტაკლის სახელწოდებაა „1902 წელს ბათომში“.  მსახიობები პრემიერისთვის უკვე მზად არიან, ისინი გენერალურ რეპეტიციას გადიან.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლი 9 მარტის მოვლენებს ასახავს და მაყურებელს ახალგაზრდა იოსებ ანუ სოსო ჯუღაშვილს გააცნობს.

უფრო მეტს კი პრემიერიდან შევიტყობთ, როემელიც ხვალ 19 საათზე გაიმართება. საპრემიერო ჩვენება 12  ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.