როინ შავაძის მკვლელობის საქმე

08 ნოე 2023

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში  წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე    მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მსჯელობენ.

შესაძლოა  ბრალდებულების ნაწილის საქმე  პროფესიონალი მოსამართლის  ნაცვლად, ნაფიცმსაჯულებმა განიხილონ. 8 დაკავებულიდან ერთის გარდა ყველა ექვემდებარება ნაფიცმსაჯულების მუხლს, ცნობილია რომ 8 დან 4 ბრალდებული  აღიარებს როინ შავაძის ლიკვიდაციას და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

როგორც პროკურორმა განმარტა,  სავარაუდოდ  4 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყოფა.   გახმაურებულ საქმეზე   ბრალდებულები კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები  და სპეცრაზმელები არიან.  მათ შორისაა აჭარის კუდის ყოფილი უფროსის თეიმურაზ პატარიძე რომელიც ძებნაშია. მასთან ერთად   ძებნაშია ერთ-ერთი სპეცრაზმელიც.  ამავე საქმეში ფიგურირებს დათა ახალაია  და ვანო მერაბიშვილი. 

მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს აჭარაში მოკლეს.