აკაკი გვიანიძე ნატალია ძიძიგურის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

08 ნოე 2023

დაპირიპისრება გახარიას პარტიაში გრძელდება. ყოფილი თანაგუნდელები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ძალოვან უწყებაში შეეცდებიან.

აკაკი გვიანიძე ცრუ დასმენაში ადანაშაულებს ნატალია ძიძიგურს, რომელმაც ორი დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ ყოფილი თანაგუნდელი მისი პირადი ცხოვრებით მანიპულირებდა.