აფეთქებები ღაზაში ალ-ჯაზირას ოფისის წინ 

07 ნოე 2023

ღაზაში ტელეარხ ალ-ჯაზირას ოფისის წინ აფეთქებები პირდაპირი ეთერის დროს დააფიქსირეს. არხის ჟურნალისტი  ვაელ-ალ-დახდუხი ორი აფეთქების შემდეგ თავის კოლეგებს მოუწოდებს თავი დაიცვან ნამსხვრევების მოხვედრისგან.

ალ-დადუხი ალ-ჯაზირას ჟურნალისტია, რომლის ცოლი და ქალიშვილი ორი კვირის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა იმსხვერპლა. 

ჰამასის მიერ მართული  ღაზის  ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მაშინ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად  25 ადამიანი დაიღუპა.