საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საოუკუპაციო ხაზთან - გამოხმაურებები

07 ნოე 2023

სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და 1 მოქალაქის გატაცებას ეხმაურებიან საკანონმდებლო ორგანოში.

საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციაც შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

მხარეები თანხმდებიან, რომ მკვლელი საქართველოს უნდა გადმოეცეს და ქართული კანონმდებლობით უნდა გასამართლდეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქეც. ისმის ურთიერთბრალდებებიც.