დღეს თასის ნახევარფინალში "დინამო" ბათუმი ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდება

07 ნოე 2023

დღეს ''დინამო'' ბათუმი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში ფოთში ''კოლხეთს'' დაუპირისპირდება. მატჩი ფოთში ''ფაზისი არენაზე'' 18:00 საათზე დაიწყება.

''ფოთში თამაშზე დასწრების მსურველ გულშემატკივრებს უფასო ტრანსპორტი მოგემსახურებათ. შეკრების ადგილი: აჭარაბეთ არენა შეკრების დრო: {7 ნოემბერი} 15:30 '' - წერია ''დინამო'' ბათუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა cup.gff.ge-ზე იქნება შესაძლებელი. დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ფინალში გასასვლელად ''საბურთალო'' და ''სამგურალი'' იბრძოლებს.

საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.