დავა გონიოს  მიწებზე  

06 მარ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს გონიოს მოსახლეობის სარჩელი განიხილა. გონიოელები  საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 7 წლის წინ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი, რის შემდეგაც ათეულობით ოჯახს, მიწები ჩამოერთვა.