გორის ერთ-ერთ ბავშთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

06 ნოე 2023

გორის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტს შსს იძიებს. არსებული ინფორმაციით უკვე გამოიკითხნენ თავშესაფრის ბენეფიციარები, ანუ სავარაუდო მსხვერპლები.

გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია "ტვ მონიტორინგმა" გაავრცელა.

მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.