ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

06 ნოე 2023

ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულები მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი და  ექსპერტი განაჩენის მოლოდინში. დღეს გამოიტანს ვერდიქტს სასამართლო  გიგა გიგაშვილისა და ვახტანგ ლონდარიძის მიმართ. 

წინა პროცესზე ადვოკატებმა და ბრალდებულებმა  საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო სათათბიროდ გავიდა განაჩენის გამოსატანად.

დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს, რასაც არ იზიარებს  სახელმწიფო ბრალდება და იმედი აქვთ რომ  მოსამართლე მათ გაამტყუნებს.