საჰაერო თავდასხმა ისრაელის ჩრდილოეთით

06 ნოე 2023

ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ალ-კუდსის საავადმყოფოს ევაკუაცია მოითხოვა, სადაც მისი სახმელეთო ჯარები აგრძელებენ ტერიტორიის გაწმენდას. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და პერსონალმა არ შეასრულა ეს მოთხოვნა. 

გაფრთხილების შემდეგ ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა საავადმყოფოს უშუალო სიახლოვეს.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო ვაფას ინფორმაციით,  ღაზაში, ღამით ანკლავი ისრაელის "უპრეცედენტო დაბომბვის" ქვეშ იყო.  ღაზაში აფეთქებები  სამხრეთ ისრაელიდან დაფიქსირდა.