შავი ზღვის რეგიონის კონფერენცია 

05 ნოე 2023

ფრიდრიხ ნაომანის ფონდის ხელმძღვანელობით შავი ზღვის რეგიონის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური  პროცესები განიხილეს.

ასევე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და თუ რა უნდა გაკეთდეს ევროინტეგრაციისთვის.

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.