სპორტისთვის დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი ფედერაციებს, დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალის სტიპენდიების ზრდას მოხმარდება - პრემიერი

03 ნოე 2023

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სპორტის მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტის მიმართულებით დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს.

„სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.