ოპოზიციის ბრიფინგი

03 ნოე 2023

ოპოზიციის მიერ ინიცირებული 72 კანონპროექტიდან 57 პარლამენტს დღემდე არ განუხილავს - აცხადებენ ოპოზიციაში. 

საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტების განხილვის მიზანმიმართულ შეფერხებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას წაართვეს კანონშემოქმედებითი უფლება.

მათი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს თავიანთ უმრავლესობას და ბლოკავენ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს.