დაჭრა თბილისში

03 ნოე 2023

თბილისში დოლიძის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ცივი იარაღით ჭრილობები მეზობელმა მიაყენა.

შელაპარაკება საპარკინგე ადგილს უკავშირდება.

ამ დროისთვის დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.