სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა

03 ნოე 2023

დეველოპერებისა და სამშენებლო მასალების მწარმოებელთა  პირისპირ შეხვედრა გაიმართა დღეს  ბათუმში. მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა და  მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გააცნეს. მთავარი მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ქართული წარმოების პოპულარიზაცია და ადგილობრივი ბაზრის  განვითარებაა.

მონაწილეების თქმით, ბი თუ ბი შეხვედრები კომპანიებს ახალი ბიზნეს პარტნიორების შეძენაში ეხმარება და  ამიტომ იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ დამატებით კონტაქტებს დაამყარებენ.

ქართული სამშენებლო კლასტერის ორგანიზებითა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოდგილე ესწრებოდა.