50 ოპოზიციონერი დეპუტატი ოჩამჩირის რუსული ბაზის შესახებ ნატოსა და ევროკავშირს მიმართავს

02 ნოე 2023

50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით ევროკავშირსა და ნატოში განცხადება გაიგზავნა. ხელისუფლების ოპონენტების მიზანია პარტნიორებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე- ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. ამბობენ, რომ პარლამენტის საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუმცა მათივე შეფასებით, 9 ოქტომბერს ოპოზიციის დაინიცირებულ რეზოლუციას მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს.