ირაკლი ქარსელაძის მოსმენა მინისტრის საათის ფორმატში 

02 ნოე 2023

რა გააკეთა ბოლო 1 წელში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და რა ეტაპზეა დაწყებული პროექტები? უწყების მიერ გაწეული საქმიანობა  ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში შეაჯამა. მოხსენებას ირაკლი ქარსელაძემ ერთ საათზე მეტი დრო მოანდომა. 

მინისტრის თქმით, სამინისტროს  ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურა. 

ქარსელაძის ინფორმაციით,  შარშან   287 პროექტი განხორციელდა. ისაუბრა რიკოთის პროექტზე, რომელიც მისი შეფასებით უპრეცედენტოა და, რომელიც  შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.