ჩინეთი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ემშვიდობება

02 ნოე 2023

ჩინეთის ყოფილი პრემიერის ლი კეჩიანის გარდაცვალების გამო ქვეყანაში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები ნახევრად დაუშვეს.  

ყოფილი ეკონომისტი და რეფორმისტი, რომელიც ათწლიანი პრემიერობის შემდეგ თანამდებობიდან მარტში გაათავისუფლეს, გასულ პარასკევს შანხაიში გულის შეტევით  68 წლის ასაკში გარდაიცვალა  და მისი ნეშტი დედაქალაქში იმავე დღეს გადაასვენეს.