ომი ისრაელში

01 ნოე 2023

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გასული დღის განმავლობაში 11 ჯარისკაცი დაკარგა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცების ასაკი 19-დან 24 წლამდეა.  ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ჯამში, ისრაელის არმიის 326 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში.