„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

01 ნოე 2023

თბილისში, „ავერსის“ კლინიკიდან, სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

პატიმრები კლინიკაში, ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან კვლევებისთვის გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ  პატიმრები საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი და იმ დროს გაიქცნენ, როდესაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.