პარლამენტი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე ვეტოს დასაძლევად ემზადება

30 ოქტ 2023

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირას დაძლევს. შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, ის კენჭისყრაზე გავა.

ვეტოს პოზიტიურად აფასებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა გამოხატა პრინციპული პოზიცია დემოკრატიულ ნორმაზე.

ვეტოს დესტაბილიზაციის ხელშეწყობად მიიჩნევს "ქართული ოცნება".