11 პედაგოგს „მასწავლებლის ეროვნული პრემია" გადაეცა

28 ოქტ 2023

წლის საუკეთესო პედაგოგების ვინაობა ცნობილია. 11 მასწავლებელს მასწავლებლის ეროვნული პრემია - სამკერდე ნიშნები და ჯილდო 10 000 ლარი გადაეცა.

მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.