საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ეწვია

25 ოქტ 2023

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცედლებს.

მათივცე ინფორმაციით, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა.

დრიტან აბაზოვიჩი ქვეყანას დელეგაციასთან ერთად ეწვია. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.