ისრაელი ირანს მსოფლიოში ანტისემიტიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

25 ოქტ 2023

ისრაელის სამხედრო  სარდლობა  ირანს იემენში, ერაყსა და ლიბანში თეირანის  მხარდაჭერილი დაჯფუფებების   თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ისრაელი აშშ-ს მოკავშირეებთან ერთად ერთობლივად აკონტროლებს რეგიონს.

ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  კონტრადმირალმა განაცხადა, რომ ირანი ამჟამად ღაზაში ჰამასს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის და ასევე ეხმარება ონლაინ მესიჯების კამპანიით მსოფლიოში  ანტისემიტიზმის გაღვივებაში.