დღეს გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის ''შახტარი'' გასვლაზე ''ბარსელონას'' დაუპირისპირდება

25 ოქტ 2023

საქართველოს ნაკრების მცველების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის ''შახტარი'' დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში "კამპ ნოუზე" ''ბარსელონას'' წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. დონეცის ''შახტარი'' ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში გამოდის, სადაც 3 ქულით ''პორტოსთან'' ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ჯგუფის ლიდერი კი 6 ქულით ''ბარსელონაა''