პერუსა და პარაგვაიში დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღეს

25 ოქტ 2023

პერუს პოლიციამ სამ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო და  6 ადამიანი დააკავა პერუს ნაპირებთან ჩატარებული ორი ოპერაციის შედეგად.

პოლიციის თანახმად, ნარკოტიკების პარტია ზღვით ქვეყნის ჩრდილოეთიდან ცენტრალურ ამერიკაში ჩაიტანეს და შემდგომ  აშშ-ში უნდა გაეგზავნათ. 

ამავე ოდენობის კოკაინი ამოიღო პარაგვაის პოლიციამაც.  

3.3 ტონა ნარკოტიკი ვილეტას  პორტში სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს - განაცხადა პარაგვაის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა კარლოს ბენიტეზმა.