ლომჯარია და პრეზიდენტი ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ და არ შეუწყობენ სტატუსის მიღებას - მამუკა მდინარაძე

24 ოქტ 2023

როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება შეიძლება, იყოს მათი მიზანი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომლითაც  ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„ლომჯარია და პრეზიდენტი სამწუხაროდ ჩვენ უკვე თამამად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად სტატუსის მიღებას, რადგან ამაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი. როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება იყოს მათი მიზანი. მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს, მარტივი გადასაწყვეტი და მარტივი აღსაქმელია“, – განაცხადა მდინარაძემ.