ისრაელმა ტყვედ აყვანილი ჰამასის ორი მებრძოლის დაკითხვის ვიდეო გაავრცელა 

24 ოქტ 2023

ისრაელის პოლიციამ და შინ ბეტის შიდა უსაფრთხოების   სამსახურმა    ტყვედ აყვანილი ჰამასის ბოევიკების დაკითხვების კადრები გაავრცელეს, რომლებიც  7 ოქტომბერს ისრაელის სოფლებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. 

ვიდეომასალაში აღბეჭდილია ხელბორკილებიანი ჰამასის მებრძოლი, რომელიც  მაგიდასთან ზის და საუბრობს  მეთაურებისგან მიღებული ბრძანებების შესახებ. მათ  ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების - კაცების დახოცვა, ხოლო ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მძევლებად წაყვანა დაევალათ.

მეორე ბოევიკმა, რომელსაც სახეზე დაზიანები აღენიშნება, თქვა, რომ მძევლების  სანაცვლოდ მათ საჩუქრად  ახალ სახლსა და 10 ათას დოლარს დაჰპირდნენ.