დღეს ''დინამო'' ბათუმი ყიფიანის თასის მეოთხედფინალში ''ირაოს'' დაუპირისპირდება

24 ოქტ 2023

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში ''დინამო'' ბათუმი ხაშურში თბილისის ''ირაოს'' დაუპირისპირდება.

მატჩი ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა cup.gff.ge -ზე იქნება შესაძლებელი.

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. წარმატების შემთხვევაში ''დინამო'' ბათუმი ნახევარფინალში ''კოლხეთი 1913''-სა და ქუთაისის ''ტორპედოს'' შორის საუკეთესოს შეხვდება.