საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

23 ოქტ 2023

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

თითოეულ მომხმარებელს, თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი: 10, 20, 30 და 50 ლარია.

მატჩი 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.