ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

23 ოქტ 2023

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი და პოლიცია.

საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.