ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

22 ოქტ 2023

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს დასრულდება. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია, დღის ბოლოს კი დრო - მუსიკალურ  პროგრამას დაეთმო, ანსამბლებმა საკუთარი რეპერტუარი წარუდგინეს მაყურებელს, ტრადიციული ფესტივალი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წელს მე-18-ედ იმართება, რომელშიც წელს 7 ქვეყანა მონაწილეობს.