"დინამო" თბილისი "გაგრასთან" დამარცხდა

21 ოქტ 2023

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში "დინამო" თბილისი შინ "გაგრასთან" 0-1 დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 32-ე წუთზე მამაცაშვილმა გაიტანა.
30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ეროვნულ ლიგას 64 ქულით "დინამო" ბათუმი ლიდერობს.

9 ქულით ნაკრები აქვს "დინამო" თბილისის და მეორე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში ბათუმელები 28 ოქტომბერს გასვლაზე "სამტრედიას" დაუპირისპირდებიან, ხოლო "დინამო" თბილისი 29 ოქტომბერს წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრება.