პედაგოგების დეფიციტი მაღალმთიან სოფლებში - სამინისტროს გეგმა

21 ოქტ 2023

მაღალმთიან სოფლებში მასწავლებლების დეფიციტია - სასწავლო წლის დასაწყისში გამოცხადებული კონკურსების მიუხედავად, ვაკანტური ადგილები დარჩა.

აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამით ''ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის'' 13 საჯარო სკოლაში მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

შერჩეული მასწავლებლები საათობრივი ანაზღაურების გარდა სახელფასო დანამატსაც მიიღებენ.