პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი

21 ოქტ 2023

პოლონურ–ქართული კულტურის ფესტივალი გაიხსნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. პირველი დღე კამერულ მუსიკას – ვროცლავის ბაროკოს ანსამბლს დაეთმო. 

ფესტივალის  ფარგლებში ანსამბლის კონცერტი გაიმართება დღეს  ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ფესტივალის პარალელურად გამოფენები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში იმართება.