20 ოქტ 2023
პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.
ილია დარჩიაშვილმა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა.