სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

19 ოქტ 2023

ერთ საათში ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ისაუბრებს. 

გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი  დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.

ოპოზიცია სუს-ის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, ისინი ასევე სვამენ შეკითხვას - რატომ ხდება მოსკოვისა და "ქართული ოცნების" ინტერესების თანხვედრა?

სუს-ის მუშაობის სტანდარტები აკმაყოფილებს და შენიშვნები არ აქვს მმართველ გუნდს.