შოლცმა პუტინს ცინიკოსი უწოდა

19 ოქტ 2023

გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ცინიკოსი უწოდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან  დაკავშირებით  მისი განცხადებების გამო. 

„ვბრაზდები, როცა ყველგან  მესმის რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები გახდებიან სამხედრო დაპირისპირების მსხვერპლი. უბრალოდ შეუძლებელია უფრო ცინიკური იყო“, - განაცხადა შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.