შენგელიას 26 ქულა და MVP-ის ტიტული ევროლიგის მატჩში

19 ოქტ 2023

ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას ''ვირტუსმა'' ბერლინის ''ალბას'' უმასპინძლა და 87:76 დაამარცხა.

მატჩის MVP საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა. შენგელიამ 27:22 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 32 იყო.

სამი ტურის შემდეგ ''ვირტუსს'' ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. 20 ოქტომბერს ბოლონიელები ''ცრვენა ზვეზდას'' მასპინძლობენ.