თელ-ავივიდან საქართველოში კიდევ სამი ავიარეისი შესრულდა
19 ოქტ 2023
ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ სამი რეისი შესრულდა. გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან სამშობლოში ათობით მოქალაქე დაბრუნდა.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისრაელში ვითარება კვლავ რთულია.